ფეხბურთი

21:13 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამართლიანობა ჯორჯისთვის" - "შალკეს" კაპიტანი ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა

გელზენკირხენის „შალკეს“ ფეხბურთელი ვესტონ მაკ-კენი „ვერდერთან“ შეხვედრაში მოედანზე მინეაპოლისში მოკლული ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემი კაპიტნის სამკლავურით გავიდა.

„სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“, - ეწერა კაპიტნის სამკლავურზე ამერიკელ ფეხბურთელს.

მოგეხსენებათ, ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში მოკლეს. მის კისერზე პოლიციელის მუხლდაჭერილმა ფოტომ და ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიარა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს დაუდო სათავე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12024