კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი კმაყოფილი არაა, იმ ფაქტით, რომ გუნდებს თამაშში 5 შეცვლის გაკეთების უფლება ექნებათ.
„ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს თამაშს დააზარალებ. ვინაიდან, ვიცით, რომ ბევრი მატჩის ბედი ბოლო წუთებში წყდება და თუ ჩვენს მეტოქეს 5 შეცვლის უფლება ექნება და ბევრ ახალ ფეხბურთელს ჩართავს თამაშში, სისუსტე, რომელიც დაღლილი მოთამაშეებით წარმოიქმნება, აღარ იარსებებს.
მესი? ბედნიერება ვარჯიშზე ლეოს ყოველდღე ნახვა. ეს არის დამატებითი სიამოვნება, კმაყოფილება და უზარმაზარი სიამაყე“, - თქვა სეტიენმა.