ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ „ლასკ ლინცი“ კორონავირუსის გამო დაწესებული უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა.
ვალერიან ისმაილის გუნდმა, რომელიც სატურნირო ცხრილის ლიდერი იყო, არ გაითვალისწინა მოთხოვნებული და გუნდური ვარჯიში ჩაატარა, რამაც დანარჩენი გუნდების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
შედეგად, ფედერაციამ „ლასკს“ სანქცია დაუწესა: 6 ქულა დააკლო და 75 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
დაკლებული ქულები შესაძლოა ავსტრიულ კლუბს ძვირი დაუჯდეს, რადგან თუ აქამდე ლიდერი იყო, ახლა „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩება.









