ფეხბურთი

18:16 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვარჯიშებზე გოლს მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი უტანდა" - რას იხსენებს ბუფონის ყოფილი თანაგუნდელი

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბალძარეტიმ ჯანლუიჯი ბუფონის ფენომენის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი მცველი იხსენებს, რომ „იუვეში“ ვარჯიშების დროს ჯიჯის კარში გოლის გატანას მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი ახერხებდა.

ალესანდრო დელ პიერო, დავიდ ტრეზეგე, პაველ ნედვედი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ბალძარეტის განცხადებით, მხოლოდ ისინი ახერხებდნენ ჯიჯის დამწუხრებას საწვრთნელ პროცესში.

ვარჯიშზე გოლებს მას მხოლოდ ეს ოთხი ფეხბურთელი უტანდა: დელ პიერო, ნედვედი, ტრეზეგე და როდესაც ძლიერად ურტყამდა იბრაჰიმოვიჩი, მორჩა. ვარჯიშზე, როდესაც გოლის გაშვება არ სურდა, არ უშვებდა, შთამბეჭდავი იყო“, - იხსენებს იტალიელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბალძარეტი ბუფონის თანაგუნდელი „იუვენტუსში“ 2005-2007 წლებში იყო.

0.126906