სხვა

15:56 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურისტების განმარტებით ბასილაშვილის საქმეზე ჯოკოვიჩი არ დაიკითხება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტებმა სოციალურ მედიაში განმარტება გააკეთეს იმის შესახებ, რომ ბასილაშვილის საქმის თაობაზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს.

"ელექტრონულ მედიასაშუალებებში, გავრცელდა ინფორმაცია, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკითხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჟურნალისტთან, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული ინტერვიუს ეს ნაწილი და გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რას ვგულისხმობდით: როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ადრეული ასაკიდან, უწევდა ცხოვრება უცხოეთში. შესაბამისად, მისი მეგობრებისა და კოლეგებისგან, გვსურს, მოვიპოვოთ ნიკოლოზის პიროვნული დახასიათება. ამისათვის, ვგეგმავთ, არაერთ ცნობილ სპორტსმენთან, ამ მიზნით, კომუნიკაციას.

სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია, წარმოჩენილი იქნა ისე, თითქოს და ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა დაიკითხოს ქართული სასამართლოს მიერ. ვფიქრობთ, ამ თემის, ასეთი სახით ინტერპრეტაცია გადაჭარბებულია. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, აღარ ვაპირებთ კომენტარების გაკეთებას, მედიასთან, მით უფრო დისტანციურად. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენს პოზიციებს, გავაჟღერებთ წერილობითი სახით", - დაწერა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს და 100 000 ლარის გირასო სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ივლისსა ჩანიშნული.

0.131042