ფეხბურთი

15:11 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული საბერძნეთში გამოარჩიეს

ბაჩანა არაბული „პანიონიოსის“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში, რომელიც საბერძნეთის სუპერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩაატარა, ხმების 24.41% მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ემანუელიდისსვ(18.15%) დიდი უპირატესობით აჯობა.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო მარტის დასაწყისში შეწყდა. არაბულმა კი 26 მატჩიდან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. ქართველი აღნიშნული შედეგით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114521