სხვა

9:47 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგორ დავუბრუნდეთ ხელბურთს...  

პანდემიის შემდეგ თამაშის განახლებასთან დაკავშირებით ევროპის ხელბურთის ფედერაციამ მართავს ვიდეოკონფერენციებს - დავუბრუნდეთ ხელბურთს. ხუთშაბათის შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ისრაელისა და კოსოვოს ფედერაციები.

თავდაპირველად, მოისმინეს მონაწილე ფედერაციის ანგარიშები - რა სიტუაცია ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორი გეგმები აქვთ ფედერაციებს, რა ტიპის დახმარებას საჭიროებენ ევროპული ფედერაციიდან, რა წინადადებები აქვთ covid 19 კრიზისის მართვის მხრივ...

საქართველოს ფედერაციამ მონაწილეებს წარუდგინა საკუთარი წინადადებები, რომლებიც შეეხებოდა ონლაინ-საგანმანათლებლო პროექტებს, სატელევიზიო და ინტერნეტ-პლატფორმების უფრო ეფექტურ გამოყენებას კრიზისის პერიოდში, ასევე ახალი შეჯიბრებების დაგეგმვას ახალგაზრდა ხელბურთელებისთვის კრიზისის შემდეგ.

ევროპის ხელბურთის ფედერაცია თამაშის განახლებას სექტემბერში გეგმავს. 2019-20 სეზონის შეჯიბრებათა დიდი უმეტესობა შეწყდა, ახალი სეზონისთვის გადაიდო მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპები. ნავარაუდებია ჭაბუკთა ასაკობრივი ჩემპიონატების (18 და 20 წლამდე) 2021 წლის იანვრისთვის გადატანა - ამის შესახებ გადაწყვეტილებას EHF ივნისში მიიღებს. სხვაფრივ, ახალი, 2020-21 სეზონი, ჩვეულებრივ, სექტემბერში უნდა დაიწყოს. უახლოეს ხანებში EHF, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, შეიმუშავებს თამაშების გამართვის ზუსტ პროტოკოლს პოსტ-კრიზისული პერიოდისთვის.

დასასრულ, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ კონფერენციაზე წარმოადგინა ხელბურთის განვითარების ვრცელი გეგმა 2020-27 წლებისთვის.

ვენის ოფისიდან კონფერენციაში მონაწილეობდა EHF პრეზიდენტი მიხაელ ვიდერერი, გენერალური მდივანი მარტინ ჰაულაიტნერი, სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელები; საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მხრიდან - პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ხელბურთის აკადემიის ხელმძღვანელი ლანა მარგიანი, EHF დელეგატი ლევან გელაშვილი.

თეგებიხელბურთი
0.126129