ფეხბურთი

23:52 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკო ბარეზიმ ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ფრანკო ბარეზის არაერთი ბრწყინვალე მეტოქე ჰყოლია, თუმცა მათ შორის საუკეთესო დასახელება არ გასჭირვებია.

ბარეზის აზრით, ასეთი დიეგო მარადონა იყო. სამაგიეროდ თანაგუნდელებში საუკეთესოს არჩევა ვერ მოახერხა.

„ძალიან ბევრი ძლიერი თანაგუნდელი მყოლია და ერთის არჩევა არ შემიძლია. თუმცა, შემიძლია დავასახელო ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომლის წინააღმდეგ მითამაშია: დიეგო მარადონა“, - განაცხადა ბარეზიმ.

შეგახსენებთ, ფრანკო ბარეზიმ „მილანის“ ღირსებას 1977-1997 წლებში იცავდა (719 მატცში, 33 გოლი) და სხვა გუნდის შემადგენლობაში არასდროს უთამაშია.

0.107966