ფეხბურთი

22:29 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაშიც იწყებენ: სერია A-ს განახლების თარიღი დადგინდა

იტალიის სერია A 20 ივნისიდან განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს და ინფორმაცია სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ დაადასტურა.

„იტალია სეზონს განაახლებს და სწორი გადაწყვეტილებაა, ფეხბურთმა ეს უნდა გააკეთოს. ამრიგად, სერია A 20 ივნისიდან განახლდება, ხოლო იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩების ჩატარება 13 ივნისისთვის გვინდა“, - თქვა სპადაფორამ.

შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატი მარტში შეწყდა და მის დასრულებამდე 12 ტურით ადრე „იუვენტუსი“ „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს. აქვე გეტყვით, რომ იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები ("იუვენტუსი" - "მილანი", "ნაპოლი" - "ინტერი") 13 ივნისს, ხოლო ფინალი 17 ივნისს გაიმართება.

თეგებისერია A
0.114567