საქართველოს ნაკრების კანდიდატი ლევან ხარაბაძე საქართველოში დაბრუნდა და კარიერას ისევ „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ხარაბაძე 2019 წლის იანვრიდან „ციურიხში“ იჯარით გადავიდა, მაგრამ ხელშეკრულება იწურებოდა და შვეიცარიელებმა მისი გამოსყიდვა არ გადაწყვიტეს.
ამრიგად, ჩვენებური თბილისში დაბრუნდა და ვინაიდან უკანასკნელი პერიოდი ტრავმა ჰქონდა და ვარჯიშს ექიმების მეთვალყურეობით ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს.
აქვე გეტყვით, რომ ლევანმა „ციურიხის“ მაისურით 28 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა („გრასჰოპერთან“).