მადრიდის „რეალი“ და ზინედინ ზიდანი პოლ პოგბას ტრანსფერს ისევ სერიოზულად განიხილავენ. ფრანგ სპეციალისტს ძალიან უნდა თანამემამულე საკუთარი გუნდის რიგებში იხილოს.
კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში პოგბას სატრანსფერო ფასის გადახდა, რომელიც 100 მილიონ ევროს აჭარბებს, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
The Sun-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედს“ პოგბას სანაცვლოდ ოთხე ფეხბურთელი, ბრაიმ დიასი, ხამეს როდრიგესი, მარტინ ოდეგაარდი და ლუკას ვასკესი დაუთმოს.
ესპანელი იმედოვნებს, რომ ამ გზით მიაღწევს 100-მილიონიან ზღვარს და ბარტერის საშუალებით პოლ პოგბას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაბარგება რეალური გახდება.
შეგახსენებთ, რომ პოგბასთვის „იუვენტუსიც“ იბრძვის, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ტურინელებმა ფრანგი ნახევარცველის დაბრუნება შეძლონ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასწრაფოდ მოვითხოვ ზიზუს პსჟ-ს ტრენერად დანიშვნას)))
ეს გონია დინამოსაც დაცვაში დაუჯდება.აზრზე არაა ტიპი და ხალიფას მო..ან გამჩენი ჯერ იმის გამო ბარსა დაანგრია(ნეი-ლეო წაგვართვა) და მერე ახლა იმის გამო რომ ეს მზე ყავს ტრენერად
ეს რა მზეა მოგეშლება კაცს ნერვები.ხო ლაიპციგს დაუჯექით დაცვაში.მოაშორონ დროზე თუ უნდათ ლიგის მოგება