ფეხბურთი

15:59 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" "ბარსელონას": ლაუტარო არ იყიდება!

„ინტერის“ სპორტული დირექტორის, პიერო აუზილიოს განცხადებით, ლაუტარო მარტინესი არ იყიდება. იტალიელის თქმით, ესპანელები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ ფეხბურთელის შეძენას თუ გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან.

„ლაუტარო? ჩვენ მას არ ვყიდით. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება დატოვოს გუნდი: გამოსასყიდი თანხის გადახდით. ეს არის პუნქტი, რომელსაც კონკრეტული ეკონომიკური ვადა აქვს.

ჩვენ მომავალს ლაუტაროს ვუკავშირებთ, ჩვენთან კონტრაქტი კიდევ ორი წელი აქვს და არ ვაპირებთ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვას, არამედ მიზანია მათი შენარჩუნება და გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება. ეს ეხება ლაუტაროსაც. „ბარსელონასთან“ ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ვუთხარით, ლაუტარო არ იყიდება. თუ „ბარსას“ მისი შეძენა სურს, გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადოს“, - თქვა აუზილიომ.

აქვე გეტყვით, რომ არგენტინელის გამოსასყიდი ფასი 111 მილიონი ევროა, რაც ეკონომიკური კრიზისის დროს ადვილი გადასახდელი ნამდვილად არ იქნება.

0.115157