თამაშგარე

10:26 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვინ “შეარემონტა“ “პამპიტა?“

ბოლო პერიოდში როგორც იტყვიან ნამეტანავად “ტრენდული“ და მოდური გახდა ცნობილი ლამაზმანების მხრიდან გულახდილი საუბრები და საზოგადოების წინაშე ისეთი რამის აღიარებები, რასაც სხვა დროს არათუ არ იტყოდნენ, მსგავსი ამბების გამმხელთ პირში მიაფრინდებოდნენ სამი თვის მშიერი ქორივით.

ამ ტენდენციას არ ჩამორჩა ცნობილი არგენტინელი მოდელი და ტელეწამყვანი ანა კაროლინა ანდოხანი, რომელსაც მთელი მსოფლიო “პამპიტად“ იცნობს. ამ დიდებულმა ასულმა საჯაროდ აღიარა, რომ მკერდისა და დუნდულ-ბარძაყის გარდა, სხეულის სხვა ნაწილებიც “შერემონტებული“აქვს და ეს სამოდელო სამყაროში ერთობ ჩვეული ამბავია.

თავიდან ყველა ცნობილი მოდელი უარყოფს და იფიც-იმტკიცება ხოლმე, რომ მათი სილამაზე მხოლოდ ბუნების საჩუქარია და კუზანოვების ოჯახი თვალითაც კი არ უნახავთ. მაგრამ შემდეგში როდესაც პოპულარობა მიღწეულია, რა გასაკვირია, რომ აღიარება აღარ წარმოადგენს პრობლემას. მით უმეტეს, თუკი მთელს მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. ახლა მთავარია ის გავიგოთ, ვინ “შეარემონტა“ “პამპიტა“...

0.162614