ფეხბურთი

22:05 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროთასების სეზონის ბედი 17 ივნისს გადაწყდება

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმანდ დუკამ, რომელმაც ამავდროულად უეფას აღმასკომის წევრია, განაცხადა, რომ 17 ივნისს საბოლოოდ გადაწყდება 2019-2020 წლების სეზონის ბედი.

დუკას თქმით, როგორი ფორმატით გაგრძელდება ჩემპიონთა და ევროპის ლიგები, სულ მალე გახდება ცნობილი.

„17 ივნისს მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ დასრულდება ევროთასების სეზონი და რომელი დღე იქნება ბოლო შიდა ჩემპიონატების დასასრულებლად. ჩვენ უნდა დაველოდოთ ყველა ჩემპიონატის განახლებას ან გადაწყვეტილებას არგანახლების შესახებ“, - თქვა დუკამ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს უეფას აღმასკომის სხდომაა დაგეგმილი.

0.116785