ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება უნდა, მაგრამ ეს მისთვის მთავარი არაა და მისი ვერმოგება დაძინებაში ხელს ვერ შეუშლის.
კუმირი
„ჩემი პირველი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო იმის გამო, რასაც საფრანგეთის ნაკრებში აკეთებდა, ახლა კი კრიშტიანუ რონალდუა. მან ძალიან ბევრი ტიტული მოიგო და მიუხედავად ამდენი წარმატებისა კვლავაც უნდა გამარჯვებული იყოს. ორივემ შეძლო სპორტში თავიანთი კვალის დატოვება. მეც მინდა, რომ წიგნში ჩემი თავი დავწერო“
ოქროს ბურთი
„შესანიშნავი იქნება თუ მოვიგე, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ღამით გამაღვიძებს. არმგონია, რომ მომდევნო სეზონში მოგება ან იმის შემდეგ მოვახერხო. ამის შესახებ არანაირი ვადა დაწესებული არ მაქვს. პსჟ და ეროვნული ნაკრები ჩემი პრიორიტეტია, ასე, რომ პირადი მიზნები ჩემი თამაშის ხარისხიდან გამომდინარეობს“.
მიზნები პსჟ-სთან და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად
„ეროვნულ ნაკრებში მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატის მოგება ჩვენი მიზანია. არამარტო ეს, ჩემი დიდი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მოგება და პსჟ-ს დახმარება პირველ ევროპულ ტიტულში. ეს მართლაც განსაკუთრებული იქნება. ყოველთვის გნავითარებას ვცდილობ. ნაკრებში და პსჟ-ში ბევრ გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობ და ყოველთვის ვცდილობ მათგან საუკეთესო ვისწავლო“.