თამაშგარე

12:14 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოლაშინაცის ცოლი ციხეს შემთხვევით გადაურჩა

ლონდონის “არსენალის“ ბოსნიელი მობურთალი სეად კოლაშინაცი ამ გაგანია უფეხბურთობისას ალბათ არავის გაახსენდებოდა რომ არ ამის ცოლს თავსგადამხდარი უცნაური და შემაშფოთებელი ამბავი, რომელიც საბედნიეროდ კარგად დასრულდა. თუმცა ევროპის ბულვარულ მედიას კი მაინც მიეცა საწერი და სამსჯელო.

ამ რამდენიმე დღის წინ სეადის ცოლი, მოდელი ბელა კოლაშინაცი დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის აეროპორტში დააკავა იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი უცნაური ფორმის ელექტროშოკის ინგლისში შეტანას ესწრაფვოდა და აღნიშნული საშიში ნივთი ჭეშმარიტად კონტრაბანდისტულად იყო შეფუთული და ჩანთაში დამალული.

ბელა კოლაშინაცი ძლივს გადაურჩა დაკავებას და მხოლოდ დიდი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. იგი ამბობს, რომ თავდაცვითი იარაღის ტარებას მას შემდეგ მოუხშირა, რაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ. ხოლო იმაზე, თუ არასტანდარტულად დამზადებული ელექტროშოკის ლონდონში ჩუმად შეტანას რატომ ცდილობდა - კომენტარს არ აკეთებს.

0.155931