ფეხბურთი

11:48 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა ტრავმა მსაჯთან შეჯახებისას მიიღო

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დაშავდა.

ნორვეგიელმა ფეხბურთელმა დაზიანება არა მეტოქესთან, არამედ მსაჯთან ტობიას შტილერთან შეჯახების შედეგად მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ახალგაზრდა ჰოლანდს კუნთების პრობლემა აღენიშნება, თუმცა, რამდენად სერიოზულია ტრავმა, ეს ჯერჯერობით უნცობია.

„დორტმუნდისთვის“ „ბაიერთან“ თამაში ორმაგად საზიანო გამოდგა. გარდა იმისა, რომ ჰოლანდი მოისაკლისა, დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას პრაქტიკულად ჩამოშორდა.

0.134549