ფეხბურთი

1:47 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გამიმართლა, რომ მისი საუკეთესო ვერსია ვნახე" - სიმეონემ საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელ რონალდოს საუკეთესოდ მიიჩნევს, რომელთანაც ერთად ოდესმე უთამაშია.

„ჩოლო“ ამაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ტრავმების გარეშე „ფენომენს“ ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო.

„რონალდუ საუკეთესო თანაგუნდელი იყო, რომელიც ოდესმე მყოლია. გამიმართლა, რომ მისი საუკეთესო ვერსია ვნახე. ის ძლიერი და ჯანმრთელი იყო. მუხლის ტრავმების გარეშე მეტი შეეძლო. იტალიაში ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ ის უეფას თასის მოგებაში დაგვეხმარა“, - უთხრა უეფას ვებგვერდს სიმეონემ.

შეგახსენებთ, დიეგო სიმეონე და რონალდო თანაგუნდელები მილანის „ინტერში“ იყვნენ.

0.143491