საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემა „ტაიმ აუტში“ ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
როგორც კობიაშვილმა განაცხადა, მარტივი არ ყოფილა მოლაპარაკებები, რადგნ 3 თვის განმავლობაში ვაისი უხელფასოდ დარჩა.
„ვერ ვიტყოდი, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება მარტივი იყო, იქედან გამომდინარე, რომ მარტის ბოლო ძველი კონტრაქტი ამოიწურა და ახალი ხელშეკრულება ძალაში 1 ივლისიდან შევა, ამიტომ 3 თვე უხელფასოდ მოუწია ყოფნა. თუმცა, რასაკვირიველია დასაფასებელია, რომ დაგვთანხდა და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. რეალურად, ჯერჯერობით არავინ არ იცის, როდის გაიმართება ერთა ლიგის მატჩები და ამიტომ, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება რთული იყო ორივე მხარისთვის. ამჟამად, ხელშეკრულება ძალაში წლის ბოლომდე იქნება“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
გარდა ამისა, სფფ-ს ხელმძღვანელმა კომენტარი ერთა ლიგის ჩატარების თარიღზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უეფაც არ არის ჩამოყალიბებული როდის გაიმართება თამაში.
„უეფას აღმასკომი 17 ივნისისთვის გადაიდო და ეს ნიშნავს იმას, რომ უეფაც ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელია კალენდარზე, ელოდება სხვადასხვა ქვეყნებში რა ვითარება იქნება. დიდი ალბათობით, მატჩები ოქტომბრის თვეში იქნება, მაგრამ უეფა განიხილავს რამდენიმე ვარიანტსაც. თუმცა, ვარიანტი, რომელზეც უეფა მუშაობს, 6 დღეში სამი მატჩის ჩატარება, დიდად არ მოგვწონს, სხვა ალტერნატივა შევთავაზეთ, მაგრამ არ ვიცით, რამდენად წამოვლენ ამ წინადადებაზე“, - დასძინა კობიაშვილმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სათამაშო პრაქტიკა კაი გვარიანი პლიუსია ბულბაშებისთვის. წელს თუ ჩატარდა ეს თამაში და თან უმაყურებლოდ, ფინთად გვექნება საქმე.
კი ეგრე იქნება ნამდვილად
უეფა ალბათ გაითვალისწინებს იმ მიმენტისთვის ქვეყანაში არსებულ ეპიდ სიტუაციას უფლის წყალობით ალბათ ყველაფერი ისე კარგად იქნება რო მაყურებლის დასწრებას ხელო არ შეეშალოს, რაც შეეხება ჩამოსულ ბელარუსებს მთავრობა საზგვარზე მკაცრ ზომებს აპირებს ამიტო კოვიდიანებუ უკან სახლში. მოკლედ იმედი მაქვს ოქტომბერში შეძლებს მაყურებელო დასწრებას. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, მსოფლიო სპორტის ადმინისტრაციას აქ გაწევრიანებულ გულშემატკივარს და მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს
+
გაიხარე ასევე, და მადლობა იმათ ვინც ამ დღისათვის თავისი წილი ჩააქსოვა - ჩვენი თავისუფლებისათვის.
დასაბამიდან აქნამდის უკუნისამდე
ოქტომბერში არანაირად არ გვაწყობს თამაშები იმიტომ რომ ის ნაბ....უეფას ჩინოვნიკები უმაყურებლოდ ჩაატარტებენ @ ჯობია მომავალი წლის მარტი-აპრილისთვის გადადონ !