ფეხბურთი

12:56 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსისთვის" პოლ პოგბა ძვირი სიამოვნებაა

იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას ვერ შეძლებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის ხელფასი და „მანჩესტერის“ მოთხოვნილი ფასი იტალიური კლუბის პარამეტრებში არ ჯდება.

კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური კრიზისის გამო ტურინელებს პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა და ამასთან, ხელფასის სახით 15 მილიონი ევროს დანიშვნა არ შეუძლიათ.

შესაბამისად, ზაფხულში აქცენტის გაკეთება სხვა ფეხბურთელებზე მოუწევს და მიუხედავად იმისა, რომ პოგბას დაბრუნებაზე დიდი ხანია საუბრობენ, ამ დროისთვის არარეალურად ჩანს.

შეგახსენებთ, პოლ პოგბა „იუვენტუსის“ ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა და სწორედ „ბებერი ქალბატონიდან“ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109982