ფეხბურთი

11:45 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მოკვლით მემუქრებოდნენ" - კაბალიერომ ხორვატიასთან შეცდომა გაიხსენა

ლონდონის „ჩელსის“ მეკარემ ვილი კაბალიერომ განაცხადა, რომ არგენტინა - ხორვატიის მატჩის შემდეგ მოკვლით ემუქრებოდნენ. ვეტერანი ფეხბურთელი იხსენებს, რომ თამაშის მეორე დღეს მისი ტელეფონის ნომერი ყველამ იცოდა.

„შეცდომის შემდეგ ჩემი ნომერი ყველას ჰქონდა და მირეკავდნენ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან. ეს კარგი არ იყო, შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ზოგჯერ სიკვდილითაც მემუქრებოდნენ.

ბურთის მოშორება მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ რებიჩმა გოლი გაიტანა. კარგი იქნებოდა და მინდოდა, რომ მწვრთნელს შანსი ისევ მოეცა, თუმცა ასე არ მოხდა. მივიღე მწვრთნელის გადაწყვეტილება, რომელმაც არმანი აირჩია მომდევნო მატჩებში და ის უმაღლესი დონის მეკარეა“, - თქვა კაბალიერომ.

შეგახსენებთ, ვილი კაბალიერომ უხეში შეცდომა ხორვატიასთან (0:3) წაგებულ შეხვედრაში დაუშვა და „ალბისელესტეს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ფრანკო არმანის დაუთმო.

0.110863