ფეხბურთი

1:21 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როსტოვის" სპორტულ და ფინანსურ გეგმებში კვირკველია შედის

რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ „როსტოვს“ საქართველოს ნაკრების მცველის სოლომონ კვირკველიას შეძენა არ უნდა.

Sport-express-ის ინფორმაციით, ვალერი კარპინის გუნდს 28 წლის ჩვენებური არც სპორტული და არც ფინანსური კუთხით არ შეესაბამება. ამიტომ, რუსულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობა, ამჯერად უარყვეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სოლომონი „როსტოვის“ გარდა, „კრასნოდარსა“ და „როტორს“ დაუკავშირეს. გარდა ამისა, რუსულ მედიაში იმასაც წერენ, „რკინიგზელთა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკო ნიკოლოჩის გეგმებში ჩვენებური არ შედის.

კვირკველია „ლოკომოტივის“ ღირსებას 2017 წლის ზამთრიდან იცავს (106 მატჩი, 4 გოლი), თითოჯერ რუსეთის ჩემპიონობა და სუპერთასი მოიპოვა, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი მოიგო.

0.113979