ფეხბურთი

0:07 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ჰოლანდის ლევანდოვსკისთან შედარება ჯერ ადრეა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი მიიჩნევს, რომ ერლინგ ჰოლანდის რობერტ ლევანდოვსკისთან შედარება ძალიან ადრეა.

თუმცა, გერმანელი სპეციალისტი ნორვეგიელში უდიდეს პოტენციალს ხედავს.

„ჰოლანდი, როგორც ლევანდოვსკი? ეს ჰოლანდის პირველი სეზონია, მოდით პარალელი ნელ-ნელა გავავლოთ. რობერტი ბოლო წლებში ყოველთვის საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ჰოლანდიც ძალიან ნიჭიერია, ბრწყინვალე დინამიკა აქვს, ძალიან დიდია და ძალიან მშიერი. თუმცა, ხვალინდელ მატჩში მხოლოდ მისი არ უნდა გვეშინოდეს“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, „დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ მატჩი 26 მაისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116565