ფეხბურთი

22:39 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ასპრილია: "კრესპოს კოლუმბიელი გოგო გავაცანი, სექსი ჰქონდათ და პრობლემაც მოგვარდა"

ვეტერანმა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ფაუსტინო ასპრილიამ განაცხადა, რომ ერნან კრესპო „პარმაში“ თამაშის პერიოდში გოლებს ვერ იტანდა, რაც უსექსობით იყო გამოწვეული.

ასპრილიამ არგენტინელს კოლუმბიელი გოგონა გააცნო და მას შემდეგ ერნანის პრობლემაც გადაიჭრა - გოლებს სისტემატურად იტანდა.

„პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ხალხი აკრიტიკებდა და გოლის გატანას ვერ ახერხებდა. მისი აგენტი მასკარდი გაწბილებული იყო, დამირეკა და მითხრა: „ბიჭი შეშინებულია, შეგიძლია დაელაპარაკო?“

მივედი მასთან ვკითხე: „რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს სექსი გქონდა?“ მან მიპასუხა: „ექვსი თვე...“ მე მყავდა კოლუმბიელი მეგობარი, მას გავაცანი და სექსი ჰქონდათ. მას შემდეგ კრესპო მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებდა. პრობლემა სექსი იყო“, - თქვა ასპრილიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113608