ფეხბურთი

20:10 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ჟოაო ფელიქსი გამოაკლდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი დაშავდა. პორტუგალიელმა ტალანტმა ტრავმა „როხიბლანკოს“ ვარჯიშზე მიიღო და თუ სეზონი 11 ივნისს განახლდება, გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

ფელიქსმა მუხლი დაიზიანა და სამედიცინო გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. ინფორმაციას მადრიდული გუნდის ვებგვერდი ადასტურებს.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი ფეხბურთელი უკვე მესამედ დაშავდა. ფელიქსი „ატლეტიკოს“ გასულ ზაფხულს „ბენფიკადან“ შეუერთდა და 28 მატჩში მხოლდო 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.101068