ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონ ოფიციალურად დასრულდა. ლიგის ხელმძღვანელობამ კლუბებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, შედეგად, სეზონი დასრულებულად გამოაცხადა და ჩემპიონიც არ გამოვლენილა.
აღსანიშნავია, რომ 18-ვე გუნდი, რომელიც ამ სეზონში ევროლიგაში თამაშობდა, 2020-2021 წლების სეზონშიც ითამაშებენ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირში.
ევროლიგის გარდა, დასრულდა ევროთასის 2019-2020 წლების სეზონიც და ამასთან უკვე დასახელდა მომდევნო სეზონის სასტარტო თარიღებიც. ევროლიგა 1 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ევროთასი ერთი დღით ადრე - 30 სექტემბერს.
აქვე გეტყვით, რომ ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონი 28 ტურის თავზე დაიხურა და თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ 12 მოგებით და 16 წაგებით მე-13 ადგილი დაიკავა.