ფეხბურთი

16:37 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს მათი ურთიერთობის დასასრული იყო" - ფერგიუსონის და ბექჰემის ჩხუბი გასახდელში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიქაელ სილვესტრემ კრიშტიანუ რონალდუსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და მაშინვე დარწმუნდა, რომ „იუნაიტედს“ უნდა ეყიდა.

გარდა ამისა, ფრანგი სერ ალექს ფერგიუსონისა და დევიდ ბექჰემის ცნობილ ჩხუბს იხსენებს, როდესაც ფერგიმ ინგლისელ ვარსკვლავ ბუცი სახეში ესროლა.

„მეც იქ ვიყავი. ყველანი შოკირებულნი იყვნენ, მაგრამ გასახდელში მსგავსი რამ ხდება. მწვრთნელმა ბუცი ესროლა და ბექჰემს სახეში მოხვდა. ძალიან გაბრაზებული იყო და ჩხუბის თავიდან ასაცილებლად ჩარევა მომიწია, სწორედ ეს ეპიზოდი იყო მათი ურთიერთობის დასასრული. ამან გავლენა ორივეზე მოახდინა და სწორედ ამ მიზეზით დევიდი ზაფხულში „რეალში“ გადავიდა.

კრიშტიანუ რონალდუ? რონალდუს პირველად 2003 წელს შევხვდი, „სპორტინგთან“ ამხანაგურ მატჩში. თამაშამდე ფერგიუსონმა გვითხრა, რომ მისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. მან არ თქვა მისი სახელი, მაგრამ ჩვენ ყველანი მივხვდით. რონალდუ ჯონ ოშის მარცხენა ფლანგზე აწამებდა, ჩვენ ვფიქრობდით: „კარგი იქნება თუ ეს ბიჭი „იუნაიტედის“ მაისურით ითამაშებს“.

თამაშის შემდეგ გარი ნევილი გასახდელში შემოვიდა და თქვა: „მასთან სასწრაფოდ კონტრაქტის გაფორმებაა საჭირო“ და ფერგიუსონმა უპასუხა: „ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია“. მახსოვს, რომ ავტობუსში ჩვენ ლოდინი მოგვიწია, რადგან სერ ალექსი რონალდუს და „სპორტინგს“ ტრანსფერზე არწმუნებდა“, - თქვა სილვესტრემ.

0.119249