იტალიური „რომას“ ყოფილი ფეხბურთელი იოსეპ ბუასე 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კამერუნელი გულის შეტევამ იმსხვერპლა.
ბუასე „რომას“ აკადემიაში 2016 წელს ჩაირიცხა და მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. 2017 წელს იჯარით ქვედალიგელ „ვიჩენცაში“ გადაბარგდა.
კამერუნელი ფეხბურთელის ბოლო კლუბი რუმინული „კლუჟი“ იყო, ის იტალიის დედაქალაქ რომში გარდაიცვალა.