ისტორია

9:53 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

25 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1977- ლუკა ტონი. იტალიის ეროვნული ნაკრების, “ბრეშას”, “პალერმოს”, “ფიორენტინას”, მიუნხენის “ბაიერნის”, “რომას”, ”იუვენტუსის”, „ფიორენტინას”, “ვერონას” ფეხბურთელი ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. შეიყვანეს მუნდიალის სიმბოლურ ნაკრებში. იტალიის ნაკრების 47 მატჩში გაიტანა 16 გოლი. 2006 გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და ევროპის “ოქროს ბუცის” მფლობელი. 2008 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2007-08 წლების უეფას თასის საუკეთესო ბომბარდირი. იმავე სეზონის ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი. 2015 წელს იტალიური სერია A-ს ბომბარდირი. კარიერაში 323 გოლი აქვს გატანილი, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1900 - 78 წლის ასაკში ეირ შოუმ ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა. მან ეს გოლფისტთა ტურნირში მოახერხა.

1901 - ბუენოს აირესში დაარსდა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული საფეხბურთო კლუბი “რივერ პლეიტი”. გუნდი სარეკორდო რაოდენობით, 33-ჯერ გახდა არგენტინის ჩემპიონი. ორჯერ დაეუფლა ლიბერტადორესის თასს, ერთხელ – საკონტინენტთაშორისოს. თამაშობს “მონუმენტალის” სტადიონზე, რომელიც 65 645 მაყურებელს იტევს.

1953 - ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში თავისუფალი სტილის ფალავნებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა ვახტანგ ბალავაძემ. იგი პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის.

1965 - კასიუს კლეიმ (მუჰამედ ალი) სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის სონი ლისტონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1967 - გლაზგოს “სელტიკმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ლისაბონის “ესტადიო ნასიონალზე” 54 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მილანის “ინტერს” 2:1 მოუგო.

1970 - პარიზში “პარკ დე პრენსი” გაიხსნა. ამ სტადიონზე პირველი გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა. საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი 3:1 დასრულდა სსრკ-სასარგებლოდ.

1972 - ჯო ფრეზერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, როინ სტანდერი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1975 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში, “გოლდენ სთეით უორიორზმა” “ვაშინგტონ ბულიტსი” დაამარცხა და ნბა-ის რიგით მე-19 ჩემპიონი გახდა.

1977 - “ლივერპულმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, რომის “ესტადიო ოლიმპიკოზე” 58 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მიონხენგლადბახის “ბორუსიას” 3:1 მოუგო.

1978 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში, “მონრეალ კანადიენსმა” “ბოსტონ ბრუინზი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1980 - სიმაღლეზე ხტომაში 1976 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაცეკ ვშოლამ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

1988 - ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ეინდჰოვენის პსვ-მ შტუტგარტის “ნეკერშტადიონზე” 70 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში, ლისაბონის “ბენფიკა” 6:5 დაამარცხა და საპატიო თასი მოიპოვა.

1990 - შეიქმნა საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი.

1993 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანის გუნდთან დამარცხდა (0:1).

1996 - გერმანიის ქალაქ იენაში, ჩეხმა მძლეოსანმა იან ჟელეზნიმ შუბის ტყორცნაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (98.48 მ).

1999 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი, მაიკ ტაისონი სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. სასჯელი ტაისონს ორ მძღოლზე თავდასხმის გამო შეეფარდა.

2005 - “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სტამბოლის ათათურქის სტადიონზე, 60 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში, “მილანი” 3:2 დაამარცხა (ძირითადი დრო 3:3 დასრულდა) და საპატიო პრიზი მოიპოვა. ძირითად დროში გოლები იტალიელთაგან პაოლო მალდინიმ და კრესპომ (2), ხოლო ინგლისელთაგან ჯერარდმა, შმიცერმა და ხაბი ალონსომ გაიტანეს.

2007 - მაისის ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე, დიდმა იოკოძუნა ასაშორიუმ ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად დაკარგა. ლეგენდარულმა მონღოლმა ტოკიოს ტურნირის მეცამეტე დღეს, ოძეკ კაიოსთან წააგო. ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ კი, მორე მაეგაშირა ტამანოშიმასთან დათმო ორთაბრძოლა.

2007 - საფრანგეთის ჩემპიონ “ლიონის” მთავარი მწვრთნელის პოსტი, ჟერარ ულიემ დატოვა.

2008 - საფრანგეთის ქალაქ მეცში ევროპის ახალგაზრდა ბატუტისტთა ჩემპიონატზე პირველობა 17 წლის თბილისელმა ლუბა გოლოვინამ მოიპოვა.

2009 - “თბილავიამშენმა” ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს საკალათბურთო სუპერთასი მოიგო.

2010 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა რუსთავის “ენერჯი-ინვესტი” 83:80 დაამარცხა და საქართველოს საკალათბურთო სუპერთასი მოიპოვა.

2012 - ბექა ბაზაძემ წარმატებით იასპარეზა ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთაჩემპიონატზეფარიკაობაში. ხმლით ფარიკაობაში ბაზაძემ გერმანელი და 2იტალიელიმოწინააღმდეგე ჩამოიტოვა დამხოლოდ ფინალში გადასასვლელშეხვედრაშიდამარცხდაუნგრელ მოწინააღმდეგესთან, რაც ავტომატურადბრინჯაოს მედლისმოპოვებისტოლფასიგამოდგა.

2012 - კალათბურთში ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერთასი "არმიამ" მოიგო,რომელმაც"ქუთაისი" 87:75 დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1925 - ლუის ალბერტო მოლოვნი. მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი და მწვრთნელი. ფეხბურთელის რანგში გუნდის ღირსებას 1946-57 წლებში იცავდა. ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული. ესპანეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მწვრთნელობისას “რეალს” ორჯერ უეფას თასი, სამჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, ორჯერ “სამეფო თასი” მოაგებინა. 1978, 1979,1980 და 1986 წლებში დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მწვრთნელად.

1932 - ჯოუნს ტეილორი. ამერიკელი კალათბურთელი. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1938 - ლუდმილა ბუდაკოვა. ფრენბურთში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1953- დანიელ ალბერტო პასარელა. არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი. 1978 და 1986 (მექსიკაში გამართულ მუნდიალზე, არგენტინის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა) წლების მსოფლიოს ჩემპიონი. არგენტინის ნაკრების 70 მატჩში გაიტანა 22 გოლი. არგენტინის პრიმერა დივიზიონის ოთხგზის გამარჯვებული. იცავდა “სარმიენტოს,” “რივერ პლეიტის,” “ფიორენტინას,” მილანის “ინტერის” ღირსებას. საკლუბო დონეზე ჩაატარა 447 მატჩი, გაიტანა 140 გოლი. არგენტინის ნაკრების გარდა, წვრთნიდა “რივერ პლეიტს,” “პარმას,” “მონტერეის,” “კორინთიანსს,” ასევე ურუგვაის ეროვნულ გუნდს. მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს არგენტინის (1990, 1991, 1993) და მექსიკის (2003) ჩემპიონობა.

1953 - გაეტანო შირეა. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლიბერო. “სკუადრა აძურაში” გამოდიოდა 1975-86 წლებში. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული. ევროპის 1980 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. იტალიის ნაკრების 78 მატჩში გაიტანა 2 გოლი. “იუვენტუსის” შემადგენლობაში მოპოვებული აქვს სამივე ევროთასი (ჩემპიონთა, თასებისა და უეფას თასები). იტალიის შვიდგზის ჩემპიონი. გაეტანო შირეა პოლონეთის ტერიტორიაზე ავტოკატასტროფაში 1989 წლის 3 სექტემბერს დაიღუპა.

1966 - ვლადიმირ ტატარჩუკი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1967 - ლუკ ნილისი. ბელგიის ეროვნული ნაკრების, “ანდერლეხტის,” “ასტონ ვილასა” და პსვ-ს ფეხბურთელი. ბელგიის ოთხგზის, ჰოლანდიის ორგზის ჩემპიონი. ფლობდა ჰოლანდიისა და ბელგიის თასებს, ჰოლანდიის სუპერთასს. 1996 და 1997 წლებში გახდა ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირი. 1995 წელს დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად. ნილისი 127 ბურთით “ანდერლეხტის” ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია.

1977 - ლუკა ტონი. იტალიის ეროვნული ნაკრების, “ბრეშას”, “პალერმოს”, “ფიორენტინას”, მიუნხენის “ბაიერნის”, “რომას”, ”იუვენტუსის”, „ფიორენტინას”, “ვერონას” ფეხბურთელი ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. შეიყვანეს მუნდიალის სიმბოლურ ნაკრებში. იტალიის ნაკრების 47 მატჩში გაიტანა 16 გოლი. 2006 გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და ევროპის “ოქროს ბუცის” მფლობელი. 2008 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2007-08 წლების უეფას თასის საუკეთესო ბომბარდირი. იმავე სეზონის ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი. 2015 წელს იტალიური სერია A-ს ბომბარდირი. კარიერაში 323 გოლი აქვს გატანილი, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე.

1980 - დავიდ ნავარო (დავიდ ნავარო პედროსი). “ვალენსიას” და “მალიორკას” ფეხბურთელი. ესპანეთის ჩემპიონი და უეფას თასის მფლობელი.

1981 - მიხალის პელეკანოსი. საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსროლელი-ფორვარდი (198 სმ). ევროპის 2005 წლის ჩემპიონი.

0.114055