საფეხბურთო თემატიკაზე გადაღებული ფილმების დიდი ნაწილი მთელს მსოფლიოშია პოპულარული და ამ ჟანრს როგორც ჩანს მაყურებელი არასოდეს დაელევა. ფეხბურთზე ფილმები საქართველოშიც არაერთხელ გადაიღეს და ქომაგებისთვის დღემდე დაუვიწყარია ეს ძველი, თუმცა მართლაც რომ ლეგენდარული ფილმები.
როგორც ჩანს, ფეხბურთის კონომატოგრაფთან ბმის მსოფლიო ტენდენციას ალღო სათანადოდ აუღო ერთ-ერთმა ბრიტანულმა კონოცენტრმა, რომელმაც უკვე მოიპოვა დაფინანსება პირველი კლასიკური საფეხბურთო სერიალის გადასაღებად. ეს სერიალი სულაც არ იქნება ისეთი “ყვითელი“ და წმინდა ამერიკული მოვლენა, როგორიც მაგალითად “ფეხბურთელების ცოლები“ იყო.
უკვე ცნობილია, რომ პროდიუსერებმა დაითანხმეს არაერთი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი (საუბარია ერიკ კანტონაზე, დევიდ ჟინოლაზე, რომარიოზე და სხვა...) რომლებიც ამ სერიალში მიიღებენ მონაწილეობას. სერიალში ფეხბურთელების გარდა პროფესიონალი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას და მის ავტორებს იმედი აქვთ, რომ პოპულარობა კარზე მოადგებათ. ვნახოთ ბატონო, ვნახოთ...