ფეხბურთი

2:29 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო "ფორტუნა" და შოუმენი ვერნერი

ტიმო ვერნერი ევროპული გრანდების სამიზნეა და სავსებით სამართლიანად. გერმანელ ფორვარდს საოცარი სეზონი აქვს და ვერც კორონავირუსის პანდემიის იძულებითმა პაუზამ დააკლო ვერაფერი.

იულიან ნაგელსმანის „ლაიფციგი“ ბოლო დროს არასტაბილური გახდა, ლიდერობაც დაკარგა, მაგრამ „მაინცთან“ ყველაფერი რიგზეა. არამარტო, 27-ე ტურში, ზოგადად. პირველ წრეში „რედ ბულმა“ მაინცელები 8:0 გააცამტვერა და არც სტუმრად გამოუჩენია ზედმეტი პატივისცემა. 5: და ორი მატჩის ჯამში - 13:0!.

ჰეთ-თრიქი შეასრულა ვერნერმა, ხოლო მარსელ ზაბიცერმა და იუსუფ პოულსენმა ერთმანეთს გაუწიეს დახმარება გოლების გატანაში. „ლაიფციგი“ ლიდერ „ბაიერნს“ ჯერ კიდევ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ „გლადბახს“ გადაასწრო და მესამე ადგილზე აინაცვლა.

დიუსელდორფის „ფორტუნას“ ქულები ჰაერივით სჭირდება, რომ პლეი-აუტის ზონას თავი დააღწიოს და ახლოსაც იყო „კიოლნთან“ საგარეო თამაშში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოეპოვებინა. უპირატესობა ორბურთიანი იყო და თამაშის დასრულებამდეც ორი წუთი რჩებოდა, მაგრამ რად გინდა, „ფორტუნას“ ფორტუნამ ზურგი აქცია, „თხებმა“ თამაში გადაარჩინეს და საბოლოოდ, ფრე - 2:2.

გელზენკირხენის „შალკეს“ კი პრობლემები არ ელევა. ერთი კვირის წინ რურის დერბიში საშვილიშვილოდ შერცხვა და 0:4 განადგურდა, ახლა კი, მართალია უმაყურებლოდ, მაგრამ მაინც მშობლიურ კედლებში „აუგსბირგს“ უმასპინძლა და მორიგი ფიასკო განიცადა - 0:3.

„შალკე“ – „აუგსბურგი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლუვენი (6), 0:2 ბაზეე (76), 0:3 კორდოვა (90)

„მაინცი“ – „ლაიფციგი“ 0:5 (0:3)

გოლები: 0:1 ვერნერი (11), 0:2 პოულსენი (23), 0:3 ზაბიცერი (36), 0:4 ვერნერი (48), 0:5 ვერნერი (75)

„კიოლნი“ – „ფორტუნა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კარამანი (41), 0:2 ტომი (61), 1:2 მოდესტე (88), 2:2 კორდობა (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.131377