ჩოგბურთი

23:46 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი" - არველაძემ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

არველაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - წერს შოთა ფეისბუქში.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

0.112921