ვეტერანი ნიდერლანდელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ლუის ვან გაალთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს. საქმე ეხება 2014 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში კოსტა რიკასთან პენალტების სერიამდე განვითარებულ მოვლენებს.
ვან პერსის მცირე ტრავმა ჰქონდა და ვან გაალმა თამაშის ბოლოს მისი შეცვლა დააპირა, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა მოედნის დატოვებაზე, რადგან პენალტის დარტყმა უნდოდა.
„თამაშის შემდეგ სათადარიგო სკამთან ვიყავით, ის ჩემთან მოვიდა და სახეში დამარტყა. გაბრაზებულმა მითხრა: „ასეთი რამ არასდროს გააკეთო!“. გაკვირვებული შევხედე, შემდეგ კი განაგრძო: „ახლა იზრუნე, რომ პენალტი გაიტანო“, - ვან პერსის ეს სიტყვები ვან გაალის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერია.
საბოლოოდ, ვან პერსი პენალტების სერიაში ბურთთან პირველი მივიდა და ზუსტად დარტყმა მოახერხა, ხოლო ნიდერლანდებმა კოსტა რიკა დაამარცხა.