საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საკითხს მოკლე განცხადებით შეეხო და ყველა სახის ძალადობა დაგმო.
თუმცა, გამოძიების დასრულებამდე შეფასებისგან თავი შეიკავეს:
"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლზ ბასილაშივილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და სასამართლომ 100 000 ლარის გირაო შეუფარდა.