ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ საფრანგეთის სეზონის დასრულების გამო ძალიან გაბრაზებულია. „ოლიმპიკის“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იდიოტებმა მიიღეს.
მაგალითისთვის ოლამ ესპანეთი მოიყვანა, რომელიც უფრო მეტად დაზარალდა, მაგრამ სეზონის განახლებაზე მუშაობენ.
„ლიგა 1-ის სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილება ნამდვილი იდიოტების არჩევანია. პარადოქსია, რომ ესპანეთში, რომელიც საფრანგეთზე მეტად დაზარალდა პანდემიის გამო სეზონის განახლებაზე მუშაობენ. ეს ნამდვილი სკანდალია, იდიოტებად წარმოგვაჩინეს“, - თქვა ოლამ.
შეგახსენებთ, საფრანგეთში სეზონი დასრულებლად გამოცხადდა და „ლიონი“ მომდევნო სეზონში ევროთასებს მიღმა დარჩა.