ფეხბურთი

0:46 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში რომ წასულიყო გავიგებდი, მაგრამ იმ "მილანში?!" - კიელინი ბონუჩის შესახებ

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი თანაგუნდელის, ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლას გამოეხმაურა. იტალიელმა მცველმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ ბონუჩის გადაწყვეტილება ალოგიკური იყო და "რეალში" ტრანსფერს გაიგებდა, მაგრამ იმ პერიოდის "მილანში" - არა.

„ბონუჩის არჩევანი ცხადია არასწორი იყო, რადგან იმ დროს მშვიდობიანი გზით არ უმოქმედია. სამწუხაროა, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც ერთმანეთი არ გვინახავს. დარწმუნებული ვარ, სხვა დროს, რომ მომხდარიყო, დარჩენაში დავარწმუნებდი. ლეოსთან მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრე, რაც სიტუაცია დასტაბილურდა. გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე ალოგიკური იყო. გავიგებდი, რომ „რეალში“ წასულიყო, მაგრამ იმ „მილანში“? საბედნიეროდ, ბედმა ყველაფრის რიგზე დაბრუნება ისურვა და ჩვენთან დაბრუნდა“, - დაწერა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი „იუვენტუსიდან“ „მილანში“ 2017 წელს გადავიდა, მაგრამ ზუსტად ერთი სეზონის შემდეგ „ბებერ ქალბატონში“ დაბრუნდა.

0.113052