ფეხბურთი

15:49 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ფინალის წაგების შემდეგ ტირილის შეწყვეტა ძალიან რთული იყო"

ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ „ლივერპულთან“ წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე ტირილის შეწყვეტა ძალიან რთული იყო.

გარდა ამისა, არგენტინელმა ჟოზე მოურინიოსთან მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელმაც ლონდონურ კლუბში შეცვალა.

„როდესაც „ესპანიოლს“ ვწვრთნიდი, მოურინიო „რეალს“ ხელმძღვანელობდა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და ერთი ბოთლი წითელი ღვინო მაჩუქა, ბავშვებისთვის კი „რეალის“ ორი მაისური. მას შემდეგ კარგი მეგობრები გავხდით და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მან შემცვალა „ტოტენჰემში“. ასევე მოხარული ვარ, რომ კლუბი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დავტოვე და ჟოზე ნამდვილად მადლიერია ამის გამო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მისი შეცვლა შემეძლო, მაგრამ ცხოვრება უცნაურია და მან დაიკავა ჩემი ადგილი. წარმოუდგენელია, არა?

ჩემპიონთა ლიგის ფინალი? თამაშის გარვეულ ასპექტებში „ლივერპულზე“ უკეთ ვითამაშეთ და უკეთესი შედეგი დავიმსახურეთ. მაგრამ ფინალში მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში გამარჯვებას. თამაშის დასაწყისში დანიშნულმა პენალტმა ყველაფერი შეცვალა. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ტირილის შეწყვეტა რთული იყო, საშინელი გრძნობა დამიტოვა“, - თქვა პოჩეტინომ.

0.130011