ფეხბურთი

1:13 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარგრეივზი: "ჰოლანდი "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ოუენ ჰარგრეივზი ერლინგ ჰოლანდს აქებს, მაგრამ ფიქრობს, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა.

„რეკორდმაისტერის“ ყოფილი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ ნორვეგიელის ადგილი დღეს „ბაიერნში“ არაა.

„რა თქმა უნდა, კარგი და განსაკუთრებულია, მაგრამ ჰოლანდის ყიდვა რომც შემეძლოს, ამ მომენტში „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა, იქედან გამომდინარე ბავარიელები როგორ ფეხბურთსაც თამაშობენ“, - თქვა ჰარგრეივზმა.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდს 2019-2020 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 41 გოლი აქვს გატანილი.

0.115176