ფეხბურთი

21:47 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს კლუბებს გუნდური ვარჯიშის უფლება მიეცათ

იტალიის სერია A-ს კლუბებს გუნდურად ვარჯიშის უფლება მისცეს. სპორტის მინისტრმა ვინცენცო სპადაფორამ განაცხადა, რომ შემუშავებულია პროტოკოლი, რომლის თანახმად საწვრთნელი პროცესი უნდა წარიმართოს.

„რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გამოვაქვეყნეთ პროტოკოლი, რომლის თანახმად სერია A-ს გუნდებს შეუძლიათ განაახლონ ვარჯიში“, - თქვა სპადაფორამ.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია სეზონის განახლების თარიღი, იტალიაში ამის შესახებ 28 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა იმსჯელონ.

თეგებისერია A
0.114575