ფეხბურთი

20:41 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფონსეკაზე შთაბეჭდილება მოახდინა" - "რომაში" ჩაკვეტაძის ვარიანტი სერიოზულად განიხილება

იტალიურ „რომას“ ლონდონის „არსენალიდან“ ჰენრიხ მხითარიანის გამოსყიდვის იმედი პრაქტიკულად აღარ აქვს. „ჯალოროსი“ ფინანსურ კრიზისშია და სომეხი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კლუბის ბიუჯეტის შესაძლებლობს სცდება.

Il Messaggero-ის ინფორმაციით, „რომას“ სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაჩი მხითარიანის შემცვლელად სამ ვარიანტზე მუშაობს - ალექსეი მირანჩუკი, ტეტე და გიორგი ჩაკვეტაძე.

„20 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სახელი „რომასთვის“ ცნობილია. „გენტის“ ვარსკვლავი, რომელმაც ევროპა ლიგაზე „ჯალოროსის“ წინააღმდეგ კარგად ითამაშა და ფონსეკაზე შთაბეჭდილება მოახდინა. ისიც გამთამაშებელია, მაგრამ ასევე შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში“, - წერს გამოცემა.

მესამე ვარიანტი კი, ბრაზილიელი ტეტე გახლავთ, რომელსაც პაულუ ფონსეკა დონეცკის „შახტარიდან“ კარგად იცნობს და პორტუგალიელი სპეციალისტის ფავორიტიცაა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და „რომას“ გარდა, აქტიურად თურქულ „ტრაბზონსფორსაც“ უკავშირებენ.

0.106195