ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სიმბოლური ნაკრები შეადგინა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც გაუწვრთნია.
აღსანიშნავია, რომ კაპელომ არჩევანი 11 ფეხბურთელზე ვერ შეაჩერა და სიმბოლურში, სიმბოლურად 12 მოთამაშე შეიყვანა:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
მცველები: კაფუ (ბრაზილია), ფრანკო ბარეზი (იტალია), პაოლო მალდინი (იტალია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
ნახევარმცველები: ფერნანდო რედონდო (არგენტინა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), რუუდ გულიტი (ნიდერლანდები)
თავდამსხმელები: რაული (ესპანეთი), ფრანჩესკო ტოტი (იტალია), მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები), რონალდო (ბრაზილია)