ფეხბურთი

0:58 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი არბიტრი: "მსაჯების 90% "რეალის", ხოლო 10% "ბარსელონას" გულშემატკივარია"

ყოფილმა მსაჯმა ედუარდო იტურალდე გონსალესმა განაცხადა, რომ ესპანეთში მსაჯების 90% მადრიდის „რეალის“ ქომაგია, ხოლო დანარჩენი 10% კატალონიის „ბარსელონას“.

ამის მიუხედავად, ვეტერანი ესპანელი შორს დგას იმ აზრისგან, რომ არბიტრები თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს პროფესიონალები არ არიან.

„მსაჯების 90% „რეალს“ გულშემატკივრობს, ხოლო 10% - „ბარსელონას“. ესპანელი მსაჯები მარსიდან არ ჩამოდიან, თუ ამ საქმეს აკეთებენ, იმიტომ, რომ ფეხბურთი მოსწონთ. შესაბამისად, თუ ფეხბურთი მოგწონს, ფავორიტი გუნდიც გყავს. გამიმართლა, რომ ბილბაოდან ვარ და შესაბამისად, „ატლეტიკის“ ქომაგი ვარ.

მაგრამ ესპანეთის დანარჩენ ნაწილში „რეალს“ და „ბარსელონას“ ბევრი გულშემატკივრობს, რადგან ეს გუნდები გამარჯვებულები არიან. მათი უმეტესობა მხარს „რეალს“ უჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ როდესაც მსაჯობენ, პროფესიონალები არ არიან“, - თქვა იტურალდემ.

0.151117