სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:02 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სან სირო" კულტურული ინტერესის გარეშე - ლეგენდარული სტადიონის დანგრევის ნებართვა გაიცა

„მილანისა“ და „ინტერის“ საშინაო სტადონი „ჯუზეპე მეაცა“ („სან სირო“) დანგრევას ექვემდებარება. როგორც ლომბარდიის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონულმა კომისიამ დაადგინა, ლეგენდარული არენის დაშლა დაშვებულია.

საქმე ისაა, რომ იტალიაში არსებობს სტადიონები, რომელთაც კულტურული ინტერესი და მნიშვნელობა აქვთ, განიხილებიან, როგორც კულტურული ძეგლები და ამიტომ მათი რეკონსტრუქცია, უკიდურეს შემთხვევაში კი დანგრევა არ შეიძლება.

ზემოხსენებული კომისიის დადგენილებით, „სან სიროს“ კულტურული მნიშვნელობა და ინტერესი არ აქვს, შესაბამისად, მისი დანგრევა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ და „ინტერი“ ახალი, თანამედროვე სტადიონის მშენებლობას გეგმავენ და „სან სიროს“ დანგრევის საკითხიც დღის წესრიგში ამიტომ დგას. ამრიგად, იტალიური ფეხბურთის გრანდებს ლომბარდიის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონული კომისიისგან "სან სიროს" დანგრევისა და ახალი სტადიონის აშენების ნებართვა უკვე აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122883