ფეხბურთი

23:34 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე შესაძლოა "დინამო თბილისში" გადავიდეს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შესაძლოა „დინამო თბილისში“ გადავიდეს. ქართველ ფეხბურთელს ბოლო ხანს „დინამო ბათუმში“ ელოდნენ, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ახლა მისთვის ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი დაწინაურდა.

ანანიძე 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისში“, სადაც ბოლო პერიოდში ირჯებოდა, აღარ დაბრუნდება.

ამრიგად, 27 წლის ფეხბურთელს „დინამო თბილისში“ ელოდებიან და მოსალოდნელია, რომ მალე ტრანსფერი წარმატებით დაიხურება.

აქვე გეტყვით, რომ ანანიძეს კარიერის განმავლობაში ქართულ გუნდში არასდროს უთამაშია, „სპარტაკის“, „როსტოვის“, „კრილია სოვეტოვისა“ და „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123316