ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ უეფამ უკვე დაიწყო მასპინძელ 12 ქალაქიდან საუბარი.
ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მასპინძელთა რაოდენობა შემცირდეს და ამიტომაც მოლაპარაკებები თავად ქალაქის ხელმძღვანელებთან დაიწყეს.
გლაზგო, ბუქარესტი, დუბლინი, მიუნხენი, ბაქო, კოპენჰაგენი და რომი უკვე ადასტურებენ, რომ მზად არიან დამდეგ ზაფხულს კონტინეტის პირველობას შეუფერხებლად უმასპინძლონ.
ბილბაოს, სანქტ-პეტერბურგის, ბუდაპეშტის, ამსტერდამისა და ლონდონის პოზიციები კი განსაზღვრული არაა და შესაძლოა, რომელიმე მასპინძლობის უფლებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ ლონდონში ნახევარფინალები და ფინალი უნდა ჩატარდეს და თუ ინგლისელები ტურნირს ვეღარ დაუხვდებიან, უეფას ტურნირნის ორგანიზაციაში ძირეული ცვლილებების შეტანა მოუწევს.