ფეხბურთი

20:23 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "უმაყურებლოდ თამაში საკუთარ დასთან ცეკვაზე უფრო მოსაწყენია"

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს უმაყურებლოდ ფეხბურთი არ მოსწონს. თუმცა, აცნობიერებს, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს ერთადერთი გამოსავალია ფეხბურთის დასაბრუნებლად.

„უმაყურებლოდ თამაში უფრო მოსაწყენია, ვიდრე საკუთარ დასთან ცეკვა. ძალიან ცუდია, ვუყურე გერმანულ ფეხბურთს და საშინელებაა.

ნათელია, რომ ეს გლობალური ბიზნესია, რომელიც დიდ ფულს გამოიმუშავებს მაშინაც კი, როდესაც ძალიან განსხვავდება მაყურებლებით თამაშისგან. ეს დაგვეხმარება დროის გაყვანასა და ამ სიტუაციის დაძლევაში“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

0.108631