ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის იმედგაცრუების სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
11-ეულში ისეთი მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებისგანაც დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ ვერ გაამართლეს და გულშემატკივარს იმედი გაუცრუეს და ახლა ზაფხულში გუნდის დატოვების კანდიდატები არიან.
აღსანიშნავია, რომ 11-ვე ფეხბურთელის საერთო ღირებულება 221 მილიონ ევრს შეადგენს.
მეკარე: ალექს მერეტი (ნაპოლი)
მცველები: ლეონარდო სპინაცოლა (რომა), დიეგო გოდინი (ინტერი), დენი ვავრო (ლაციო), ანტონიო ბარეკა (ტორინო)
ნახევარმცველები: ლუკას პაკეტა (მილანი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ხავიერ პასტორე (რომა)
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი (ინტერი), ირვინგ ლოსანო (ნაპოლი), სიმონე ვერდი (ტორინო)