ფეხბურთი

15:57 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რატომ თქვა მესიმ წლების წინ "ინტერში" გადასვლაზე უარი

მილანის „ინტერის“ ყოფილმა მენეჯერმა მარკო ბრანკამ განაცხადა, რომ „ნერაძური“ წლების წინ ლიონელ მესის შეძენას ცდილობდა. თუმცა არგენტინელს „ბარსელონას“დატოვება არ უნდოდა.

„ბარსელონა“ იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ ეტო’ო-ს 45 მილიონს და გლებს გვთავაზობდა, მაგრამ ბელარუმა უარი განაცხადა. საბოლოოდ, ჩვენ 50 მილიონი და მხოლოდ ეტო’ო მივიღე. იბრა „ინტერში“ ბენდიერი აღარ იყო, განსხვავებულ ფეხბურთში ძალების მოსინჯვა უნდოდა, გარიგება ძალიან სწრაფად დაიხურა, რადგან ეტო’ოს ყიდვას 2 წელი ვცდილობდით.

მესი „ინტერში“? მართალია, ჩვენ ვცდილობდით მის შეძენას, მაგრამ ლეოს „ბარსელონადან“ წასვლა არ სურდა, რადგან ძალიან მადლობელი იყო იმ გუნდის, რომელიც შვილივით ექცეოდა და მაშინაც დაეხმარა, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მორატის მისი ყიდვა 2008 წელს უნდოდა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ დიდ საქმეებში ეკონომიკური ასპექტი პირველ რიგში არ დგას“, - თქვა ბრანკამ.

0.117729