ფეხბურთი

20:37 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი და გვარდიოლა "ხეტაფეში" - ესპანური გუნდის პრეზიდენტმა წარსული გაიხსენა

ესპანური „ხეტაფეს“ პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ თავის დროზე ლიონელ მესისა და პეპ გვარდიოლას „ხეტაფეში“ გადაყვანასთან ახლოს იყო. ესპანელმა 2004 და 2008 წლებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ბარსელონაში“ ლიონელ მესის პირველი ან მეორე წელი იყო (მთავარ გუნდში - რედ), როდესაც მისი იჯარით დამატებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. თუმცა, ფრანკ რაიკაარდი ამაზე არ დაგვთანხმდა და ეს მხოლოდ სურვილად დარჩა“, - გაიხსენა „ხეტაფეს“ პრეზიდენტმა.

პერესმა Marca-ს ისიც განუცხადა, რომ 2008 წელს პეპ გვარდიოლა „ხეტაფეს“ მწვრთნელი ხდებოდა, ხოლო „ბარსელონაში“ ფრანკ რაიკაარდი მადრიდელთა მაშინდელ თავკაც მიქაელ ლაუდრუპს უნდა ჩაენაცვლებინა.

„მოგვიანებით გვარდიოლას მწვრთნელად დანიშვნა შეგვეძლო. ჩიკი ბეგირსტაინი შვეიცარიაში ერთ-ერთი ევროტურნირის წილისყრისაზე იმყოფებოდა და არსებობდა იდეა, რომ მიქაელ ლაუდრუპს „ბარსელონაში“ რაიკაარდი შეეცვალა, ხოლო ჩვენ მის შემცვლელად გვარდიოლას წამოვიყვანდით. იმ დროს ლაპორტა პეპის თვისებებში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო“, - დასძინა ტორესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109112