ფეხბურთი

15:14 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო რონალდოზე: "გუნდს ყველაზე დიდ ზიანს აყენებდა და პრობლემებს ქმნიდა"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ყველაზე დიდი ტალანტი იყო, ვისთანაც უმუშავია. თუმცა, ამავდროულად გუნდს ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა და ზიანს აყენებდა.

„როდესაც მთხოვენ შემადგენლობის ან საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებას, ვისთანაც მიმუშავია, ყოველთვის სამი შემადგენლობა მყავს. როდესაც მეკითხებიან ვინ იყო ყველაზე ძლიერი, ვპასუხობ, რომ ბევრი იმსახურებდა პოდიუმზე ყოფნას, რადგან იყვნენ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ან იმის გამო, რომ დიდი ნიჭი ჰქონდათ.

მაგალითს მოვიყვან: ყველაზე მეტად ნიჭიერი რონალდო იყო, მაგრამ გუნდს ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა, ყოველდღე წვეულებებს აწყობდა. ვან ნისტელროი მეუბნებოდა: „მისტერ, გასახდელში ალკოჰოლის სუნია“.

როდესაც გუნდიდან გავუშვი, გამარჯვებების მოპოვება დავიწყეთ, მაგრამ ნიჭის თვალსაზრისით ყველაზე დიდი იყო“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო რონალდოს „რეალში“ 2006-2007 წლების სეზონში წვრთნიდა, მაგრამ იანვარში „მილანში“ გაასხვისა.

0.11484